LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზი იმნაიშვილი: სამივე მატჩი დამაჯერებლად უნდა მოვიგოთ – სხვა შედეგი არ განიხილება

79
269906645-3116409308601868-3525854714271916717-n

საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრები 18, 19, 20 თებერვალს საწყლოსნო კომპლექს “ოლიმპიკში”, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ჩაატარებს. ჯგუფში ჩვენი გუნდის მეტოქეები სლოვაკეთის, პოლონეთისა და ბელარუსის ნაკრები გუნდები იქნებიან.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი მოხვდება.

როგორ მიდის მატჩებისთვის მოსამზადებელი პროცესი ამის შესახებ “ავტორადიოს” დილის ეთერს საქართველოს ნაკრების კაპიტანი რევაზ იმნაიშვილი სტუმრობდა.

“მოსამზადებელი პროცესი საკმაოდ კარგად და ნაყოფიერად მიმდინარეობს. უკრაინის ნაკრებია თბილისში ჩამოსული და მათთან ერთად რამდენიმე სპარინგ შეხვედრასაც ვატარებთ. მართალია, უკრაინა ჩვენზე სუსტი გუნდია, მაგრამ ვარჯიშზე განხილული ტაქტიკის უშუალოდ თამაშისას დახვეწა ძალიან კარგია.

ამ სამ გუნდს კლასით ძალიან აღვემატებით და სამივე მატჩის დამაჯერებლად მოგების გარდა, სხვა შედეგს არ განვიხილავთ. ისემ ამ სამიდან სლოვაკეთს გამოვყოფდი, მაგრამ ჩვენ აშკარა ფავორიტები ვართ და მეტოქეებს უნდა გადავუაროთ.

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს თბილისის “დინამო. “დინამოში” ნაკრების ბევრი წყალბურთელი ვთამაშობთ და შეთამაშების პრობლემა არ გვაქვს. მართალია, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველა მატჩი წავაგეთ, მაგრამ ჩვენ ვეთამაშებით ევროპის უძლიერეს კლუბებს, რომლებსაც ძალიან დიდი რესურსი აქვთ. ჩვენ კი, სულ ერთი აუზი გვაქვს ქვეყანაში. ეს ყველაფერი კავშირშია.

წინა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დავაფიქსირეთ და მე-10 ადგილზე გავიდეთ. ეს დიდი მიღწევა იყო, რადგან წყალბურთის სამყაროში ახალი ერი ვართ და ახლა ვიკიდებთ ფეხს, მაგრამ მომავალ ევროპის ჩემპიონატზე უფრო დიდი გამარჯვებებისთვისაც ვიბრძოლებთ”, – თქვა რევაზ იმნაიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები