უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ ბრძოლის ველზე გარღვევა 2023 წელს უნდა მოხდეს და ამისთვის უკრაინას სწრაფი მხარდაჭერა სჭირდება.
„ომის გახანგრძლივება ან „გაყინვა” ეწინააღმდეგება რეგიონის ინტერესებს. რეგიონი დაკარგავს იმპულსს, სანამ სხვები განვითარდებიან.
ამიტომ, საერთო ინტერესი არის 2023 წელს ბრძოლის ველზე გარღვევის მიღწევა. ამისთვის უკრაინას სწრაფი და საკმარისი მხარდაჭერა სჭირდება”, – აცხადებს რეზნიკოვი.