LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზო ჩხიკვიშვილი: „დრაკონის პერსონაჟი მე ავირჩიე, საიდუმლოს შესახებ მხოლოდ ჩემმა ცოლმა იცოდა…“

221
რეზო ჩხიკვიშვილი დრაკონი

ცნობილი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს, თუ როგორი იყო პროექტში „ვინ ვინ არის“ დრაკონის როლში მონაწილეობა:

„ამ კოსტიუმში ცხოვრება და მუშაობა ადვილი არ იყო. მძიმე თავი და ფრთები ჰქონდა, ნაჭრის სქელი ჩექმის ზომა კი, საერთო ჯამში, 52 იქნებოდა, პრობლემა იყო ჰაერის ნაკლებობა, ძალიან დიდი ენერგია მეხარჯებოდა ცეკვის ნომრებზე. მახსოვს, ნომერზე „ვოლარე“ ისე ამიჩქარდა გული, იმხელა ენერგია წამივიდა, რომ ძალიან ცუდად გავხდი, ვეღარ გავუძელი“.

რეზო ჩხიკვიშვილი აღნიშნავს, რომ ოჯახიდან მხოლოდ მეუღლემ იცოდა პროექტში მისი მონაწილეობის შესახებ:

„ოჯახიდან ამ პროექტის შესახებ იცოდა მხოლოდ ჩემმა მეუღლემ. შვილებს ვუმალავდი მხოლოდ იმიტომ, რომ მინდოდა, ეს შოუ მალ;ე დამთავრებულიყო, რადგან ამდენი ტყუილის ლაბირინთში აღარ ვიცოდი, რა მომეფიქრებინა.

იყო არჩევანი მერანსა და დრაკონს შორის და მე დრაკონი ავირჩიე, როგორც ძლიერების სიმბოლო“, ამბობს პოპულარული მსახიობი ჟურნალთან ინტერვიუში.

ინტერვიუს სრულ ვერსიას ვრცლად ჟურნალ „სარკის“ 7 აგვისტოს ნომერში გაეცნობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g