LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზო ჩხიკვიშვილი: „გერმანიაში ძალიან ცოტა მსახიობს აქვს ოჯახი, საბედნიეროდ, მე კარიერის გაკეთებაც შევძელი და ოჯახის შექმნაც, რაც პირველ რიგში ჩემი მეუღლის დამსახურებაა…“

779
რეზოჩხიკვიშვილი ცოლთან ერთად

რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „არტ-FM“-ს მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი სტუმრობდა, რომელმაც ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის, მეუღლის მხრიდან დიდ მხარდაჭერაზე, რომელიც პროფესიულ ცხოვრებაში ძალიან დაეხმარა:

„ზოგადად, მსახიობობა ძალიან რთული პროფესიაა. გაგიკვირდებათ, მაგრამ გერმანიაში ძალიან ცოტა მსახიობს აქვს ოჯახი, რადგან საკუთარი საქმით ცხოვრობს და დრო არ რჩება პირადი ცხოვრებისთვის. საბედნიეროდ, მე კარიერის გაკეთებაც შევძელი და ოჯახის შექმნაც, რაც პირველ რიგში ჩემი მეუღლის დამსახურებაა, რისთვისაც დიდად ვემადლიერები. მეუღლე ყოველთვის ხელს მიწყობდა და მაქსიმალურად მიმსუბუქებდა მუშაობის რთულ პროცესს. თავიდან ოჯახის წევრებს გერმანულად ლაპარაკს ვთხოვდი, რადგან ძალიან გამიჭირდა გერმანულ ყაიდაზე გადასვლა და ენის სწავლა, თუმცა მერე  შემეშინდა და გერმანულად ალაპარაკებული ოჯახი ისევ ქართულ ენაზე დავაბრუნე“.

„ქართველები მაინც სხვანაირად გამოხატავენ სიყვარულს… ხშირად მაჩერებენ ქუჩაში და მიტყდებიან სიყვარულში, რაზეც ყოველთვის გული მიჩუყდება" – რეზო ჩხიკვიშვილი

რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „არტ-FM“-ს მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი სტუმრობდა, რომელმაც პირად და შემოქმედებით ცხოვრებაზე ისაუბრა.

რეზო ჩხიკვიშვილი: „ვერ წარმოიდგენთ, გოგო შვილიშვილს როგორ ვნატრობდი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g