LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზო გიგინეიშვილი მესამედ ქორწინდება

8883
rezo-gigineishvili

რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი მესამედ აპირებს დაქორწინებას და ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს მხოლოდ ძალიან ვიწრო წრეში აღნიშნავს. მისი მესამე ოფიციალური რჩეული გახლავთ ნადეჟდა ობოლენცევა, რომელიც ბიზნესვუმენი გახლავთ.

წყვილი პირველად ერთად 2017 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მათი არაერთი ერთობლივი ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელებში. ამ დროისთვის რეზო უკვე გაშორებული იყო მეორე მეუღლეს, რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილს, ნადეჟდას. ნადეჟდა ობოლენცოვასთვისაც ეს მესამე ქორწინებაა. წინა ორ შემთხვევაში ის ბიზნესმენებზე იყო გათხოვილი.

რეზო გიგინეიშვილისა და ნადეჟდა ობოლენცევას ქორწილი 2019 წლის ივლისში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g