რეზო გიგინეიშვილმა დაასრულა მუშაობა ფილმზე „სიყვარულის შესახებ 2“. ფილმის პირველი ნაწილი საკმაოდ პოპულარული გახდა და რუსეთში „ოქროს არწივის“ ჯილდოც მიიღო. ინტერნეტში კი უკვე გამოჩნდა ფოტოები მეორე ფილმის გადასაღები მოედნიდან. უამრავ ცნობილ მსახიობს შორის ფოტოებზე ჩანს ჯგუფი А‘Студио და ქეთა თოფურია.
ფოტოებზე ქეთა ფანტასტიკურად გამოიყურება შავი ფერის კაბაში, მაღალყელიან ფეხსაცმელსა და იასამნისფერ პალტოში. როგორც ჩანს, გადასაღებ მოედანზე საკმაოდ ცივა და გადაღებებს შორის მომღერალი დუტის ქურქით თბება. ფილმში მთავარ როლებს, ასევე, ასრულებენ ანა მიხალკოვა, რავშანა კურკოვა, ანა მელიკიანი და სხვები. ცნობილია, რომ რეზო გიგინეიშვილის ახალი რომანტიკული მელოდრმა ეკრანებზე 2017 წლის გაზაფხულზე გამოვა.