LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზოლუციაში, რომელიც აშშ-ის კონგრესს წარედგინა, ძლიერი მხარდამჭერი გზავნილია საქართველოსთვის – მამუკა ბახტაძე

42201399_345157766220299_5123476803909844992_o

რეზოლუციაში, რომელიც აშშ-ის კონგრესს წარედგინა, ძლიერი მხარდამჭერი გზავნილია საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა,  მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აშშ-ის კონგრესს წარედგინა რეზოლუცია, რომელშიც დაგმობილია სირიის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარება.

„თუ დააკვირდებით ბოლო პერიოდის დინამიკას, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან და ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს ვიღებთ ჩვენი მეგობრებისგან. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ ამ მხარდაჭერისთვის. უმნიშვნელოვანესია აშშ-ის საკანონმდებლო აქტებში მსგავსი ჩანაწერების არსებობა,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g