LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანა ახალ ტრენდს ამკვიდრებს – ბარბადოსელი ლამაზმანის „ქუჩის სტილი“

339
page

32 წლის ბარბადოსელი ლამაზმანი, რიანა პანდემიის დროს პაპარაცების ობიექტივში არც თუ ისე ხშირად ხვდება. მისი ყოველი გამოჩენა საინტერესოა, რადგან ვარსკვლავი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მუდამ მრავალფეროვანი „ლუქებით“ ჩნდება და ახალ-ახალ ტრენდს ამკვდრებს.

სულ ცოტა ხნის წინ, რირი ლოს-ანჯელესის ქუჩებში დააფიქსირეს, ის სუპერმარკეტისკენ მიემართებოდა. ყოველდღიურ ტანისამოსში გამოწყობილი მომღერალი არჩვეულებრივ ფორმაში იყო. რიანამ საზოგადოებას აჩვენა, თუ როგორ უნდა ატარო დიდი ზომის ტანისამოსი.

თავისუფალი სტილის შავი მაისური, მაღლა აწეული ნაწნავები, შავი პიბადე და დიდი ზომის, ღია წითელი შარვალი, ჩახსნილი ბოლოებით – რიანა საოცარ ფორმაში იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები