რიანამ იცის, რომ ნამდვილი დედოფალი სასახლის გარეშე ვერ იცხოვრებს, რამდენიმე დღის განმავლობაშიც კი.
მომღერალი ამჟამად ვენაში იმყოფება, ავსტრიაში, სადაც საცხოვრებლად სწორედაც რომ დედოფლური აპარტამენტები აირჩია. რიანამ ორსართულიანი Royal Penthouse იქირავა, Park Hyatt Hotel-ში, აპარტამენტის ღირებულება 1 ღამეში 21 ათასი დოლარია.
შენობას ოთხი ტერასა აქვს, რომელიც ქალაქს უყურებს, ამასთან, რიანას აპარტამენტში არის 3 სამზარეულო, 4 სააბაზანო და ტრენაჟორების დარბაზი.