LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანა და A$AP Rocky ბარბადოსში დაქორწინდებიან – უკვე ცნობილია ბავშვის ნათლიის ვინაობა

424
page

გასულ კვირას რიანამ დაადასტურა ინფორმაცია ორსულობის შესახებ და არაერთი შთამბეჭდავი ფოტო გადაიღო შეყვარებულთან, A$AP Rocky-სთან ერთად. ამას თან მოჰყვა მიის ფოტო ინსატგრამზე, სადაც 33 წლის არტისტს უკვე საკმაოდ დიდი მუცელი აქვს.

ფოტო: ბიჭი თუ გოგო? – უახლესი დეტალები რიანას ორსულობის შესახებ

„უკვე დღე-დღეზე ელოდება?“ – რიანა ახალ ფოტოს ავრცელებს

ახლა კი ცნობილი ხდება, რომ წყვილი, ბავშვის გაჩენის შემდეგ რიანას სამშობლოში, ბარბადოსში დაქორწინდებიან. უფრო მეტიც, ცნობილი ხდება მომავალი ბავშვის ნათლიის ვინაობა, ის არც მეტი, არც ნაკლები, ბარბადოსის პრემიერ-მინისტრი, მია მოტლია. რაც შეხება ბავშვი სქესს, ტაბლოიდების ცნობით რირი და მისი რჩეული გოგონას ელოდებიან.

შეგახსენებთ, A$AP Rocky გამოცემა  GQ-ს გამოუტყდა, რომ რიანა მისი ცხოვრების უმთავრესი ქალბატონია და მასთან ცხოვრების ბოლომდე სურს ყოფნა. აღსანიშნავია, რომ წყვილი ერთმანეთს 2017 წელს უკვე ხვდებოდა. პირველად რეპერი რიანას გვერდით სცენაზე, 2013 წელს გამართულ ტურნეში, Diamonds გამოჩნდა, მათი განახლებული რომანი კი ერთი წლის წინ დადასტურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g