LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანა „ოსკარზე“ ოცნებობს

101

რიანას ანგარიშზე უამრავი სუპერ ჰიტი, რამდენიმე წარმატებული მუსიკალური ალბომი, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კოლექციები და ამიერიდან უკვე კინოროლებია: გასაკვირი არ არის, რომ ამბიციურ მომღერალს მომავალში „ოსკარიც“ სურს. ამისი სურვილი მან ცოტა ხნის წინ გამოთქვა.

უახლოეს მომავალში რიანას ხილვა ლუკ ბესონის ფილმში „ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი“ იქნება შესაძლებელი, მოგვიანებით კი ის კრიმინალურ კომედიაში „ოუშენის რვა მეგობარი“ გამოჩნდება.

თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში მომღრალმა აღიარა, რომ ფილმებში ჯილოდებისთვის არ მონაწილეობს, თუმცა „ოსკარის“ წინააღმდეგიც არ არის. „მინდა, რომ ოდესმე ეს ჯილდო დავიმსახურო. ვის არ სურს იმისი დადასტურება, რომ კარგად იმუშავა? ნებისმიერი საშუალება, რომ შენი შრომა რაღაც გავლენას ახდენს – თავისთავად ჯილდოა. ძალიან ბევრს გავცემ მუშაობის დროს და გამიხარდება თუ დამიფასდება“, – აღნიშნა რიანამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები