რიანასა და ბრენდ Puma-ს პირველი კოლაბორაციის შეფასება უკვე შესაძლებელია: მომღერლისა და მარკის ერთობლივ ნაწარმს Fenty by Rihanna x Puma ჰქვია და ის 2017 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას წარმოადგენს, რომლის სახეც, რა თქმა უნდა, თავად ცნობილი ვარსკვლავია.
ფოტოებს, რომლებიც ქსელში გავრცელდა, თაყვანისმცემლების მხრიდან აღფრთოვანება მოჰყვა. ისინი რიანას ყოველმხრივ განვითარებულ და ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ადამიანად ახასიათებენ, რაც მის მიღწევებზეც აისახება.