LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანამ The Beatles-ის რეკორდი გაიმეორა

58

რიანას სინგლი „Work“ მერვე კვირაა Billboard Hot 100-ის სათავეში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ სულ ჯამში ბარბადოსელი ლამაზმანი აღნიშნულ რეიტინგს 59 კვირის მანძილზე ლიდერობდა, სწორედ ასეთივე რეკორდი ეკუთვნის The Beatles-ს. კრიტიკოსების აზრით, უახლოეს მომავალში რიანა მერაია ქერის რეკორდსაც მოხსნის, რომელიც Billboard Hot 100-ის სათავეში 79 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.

რვა კვირა ერთი და იმავე სინგლით ლიდერობა რიანათვის მეორე საუკეთესო რეზულტატია: მისი ჰიტი „We Found Love“ რეიტინგის პირველ ადგილზე 10 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.

რაც შეეხება Billboard Hot 100-ის საუკეთესო ათეულს, ისე ასე გამოიყურება:

  1. რიანა & დრეიკი — “Work”
  2. Lukas Graham — “7 Years”
  3. მეგან ტრეინორი — “No”
  4. ზეინ მალიკი — “Pillowtalk”
  5. Desiigner — “Panda”
  6. ჯასტინ ბიბერი — “Love Yourself”
  7. Flo Rida — “My House”
  8. მაიკ პოსნერი — “I Took a Pill in Ibiza”
  9. Fifth Harmony— “Work From Home” (feat. Ty Dolla $ign)
  10. G-Eazy & Bebe Rexha — “Me, Myself & I”
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები