მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის შემდეგ, რიანას ახალი დისკი არ გამოუშვია და სრული კონცერტი არ ჩაუტარებია, მისი მუსიკა დღესაც აქტუალურია. ამას ადასტურებს ისიც, რომ ახლახან მან კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა და განსაკუთრებული მიწვევით, ინდოეთში პირველად იმღერა.
საქმე ისაა, რომ მისი და ჯეი-ზის 2007 წლის სიმღერის – Umbrella კლიპი Youtube-ის ,,მილიარდიანი ნახვის კლუბს” შეუერთდა. მუსიკალური რგოლი ,,იუთუბზე” 2009 წლის 14 დეკემბერს აიტვირთა.
აღსანიშნავია, რომ ეს ბარბადოსელი ლამაზმანის მეათე ჰიტის ვიზუალი გახდა, რომელმაც ვიდეოპლატფორმაზე ამ ნიშნულს მიაღწია.
ამასთან, რირიმ ამ დღეებში კერძო პერფორმანსი გამართა, რაშიც სოლიდური ჰონორარი მიიღო. 1-ელ მარტს, 36 წლის არტისტი ჯამნაგარში, სპეციალური შოუთი წარდგა. გაირკვა, რომ ASAP Rocky-ის გერლფრენდმა მუსიკალურად აზიის უმდიდრესი ადამიანის, ,,ფორბსის” მიხედვით, მსოფლიოს ერთ-ერთი მილიარდერის, მუკეშ ამბანის ვაჟის წინა საქორწილო წვეულება გააფორმა. მას თან ბოიფრენდიც ახლდა.
საუბრობენ, რომ თანხა, რომელიც რიანას საღამოში გადაუხადეს, 6,3 მილიონი დოლარია.