LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანას მორიგი პიკანტური ფოტოსესია Savage x Fenty-ისთვის

185
რიანა

რიანასთვის, რომელმაც მუსიკალურ კარიერაზე დროებით უარი თქვა, მოდისა და სილამაზის სამყარო, კვლავ წინა პლანზე დგას.

ბარბადოსელმა ლამაზმანმა Savage X Fenty-ის ახალი კოლექცია წარადგინა. 36 წლის ვარსკვლავმა, რომელიც საკუთარი ბრენდის ამბასადორია, სიახლის საიმიჯოდ, ქსელში პიკანტური ფოტოები გამოაქვეყნა. სურათებზე, ის ქალის ყვითელი თეთრეულითაა აღბეჭდილი.

აღსანიშნავია, რომ ცეცხლოვანი ფოტოსესიით, 2 შვილის გაჩენის ფონზე, რირიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სექსუალურობითა და მომხიბვლელობით გამორჩეულ სელებრითებს შორის, ერთ-ერთი უპირობო ლიდერია.

შეგახსენებთ, რომ რიანამ ქალის საკუთარი თეთრეულის ხაზის – Savage X Fenty წარმოება, 2018 წელს დაიწყო. იქამდე მან 2017 წელს, კოსმეტიკური კომპანია – Fenty Beauty დააარსა, რამაც 2021-ში, მილიარდერად აქცია. ის ასევე სახისა და თმის მოვლის საშუალებების – Fenty Skin და Fenty Hair მფლობელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები