LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანას სასცენო სამოსმა ინტერნეტი დაიპყრო (ფოტო)

108

ნიუ-ორკში მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გამართულ კონცერტზე რიანამ ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო თაყვანისმცემლებს. მოღერალმა ყველა პოპულარული ჰიტი შეასრულა და ფანტასტიური კონცერტი ჩაატარა. ყურადღება მიიქცია მომღერლის უცნაურმა ჩაცმულობამ, რომლითაც ის ეპატაჟურ ლეიდი გაგას უფრო გავდა, ვიდრე საკუთარ თავს.

მომღერალმა სამოსი რამდენჯერმე გამოიცვალა კონცერტის მსვლელობისას. ჯერ ის კლასიკურ შარვალსა და პიჯაკში გამოვიდა სცენაზე, რომელიც კომბინირებული იყო სექსუალურ ტყავის ბოდესთან. მოგვიანებით კი, მაღალყელიან ჩექმასა და ატლასის ბოდეში იწონებდა თავს. სასცენო კოსტიუმებს შორის, რომელიც ასევე მოხვდა ინტერნეტში, იყო შავი ბეწვის სამოსი კოვბოის სტილში. უკვე მოგვიანებით პაპარაცებმა მომღერალი სპორტულ ორეულში გადაიღეს, რომელიც რიანას მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად ეცვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g