LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიჩარდ გირი სერიალში მონაწილეობას მიიღებს

127

რიჩარდ გირი მონაწილეობას მიიღებს „ბი ბი სის“ სერიალში  „დედა, მამა, ვაჟიშვილი“.

პროექტი რვა სერიისგან იქნება შემდგარი და მას ტომ რობ სმიტი გადაიღებს, რომელიც აქამდე ცნობილ სერიალზე „ამერიკული დანაშაულებების ისტორია: ჯანი ვერსაჩეს სიკვდილი“ მუშაობდა.

გირის გმირი ამერიკელი მედიამაგნატია, რომელმაც მტკივნეული განქორწინება გაიარა და ამჯამად დეპრესიული ვაჟიშვილის დახმარებას ცდილობს.

„უკანასკნელად სერიალზე 30 წლის წინ ვიმუშავე“, – განაცხადა გირმა.

გადაღებები მიმდინარე ზაფხულში ლონდონში დაიწყება და ესპანეთის რამდენიმე ქალაქში გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები