LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიჩარდ გირმა ახალშობილ ვაჟს მეუღლის სახელი დაარქვა

2EC0C77300000578-0-image-a-61_1448337324496

ამ დღეებში, ცნობილი გახდა, რომ რიჩარდ გირი და ალეხანდრა სილვა მშობლები გახდნენ. 69 წლის მსახიობსა და 35 წლის პუბლიცისტს, ვაჟი შეეძინათ.

გაირკვა, რომ ბიჭუნას, რომელიც ახალდაქორწინებულებისთვის  პირველი საერთო შვილია, ჰოლივუდის აღიარებულმა ვარსკვლავმა სახელი მეუღლის საპატივცემულოდ შეურჩია.

ინსაიდერის ინფორმაციით, პატარას ალექსანდრე დაარქვეს, რაც ესპანურად, როგორც ალეხანდრო ჟღერს.

შეგახსენებთ, რომ რიჩარდ გირმა და ალეხანდრა სილვამ გასული წლის აპრილში იქორწინეს. წინა ქორწინებებიდან, გირს სინდი კროუფორდთან 18 წლის ჰომერი, სილვას კი ჰოვინდ ფრიდლანდისგან, 6 წლის ალბერტი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები