LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიჟვაძე: „კვლევების მიხედვით, ზღვის წყლის ხარისხი შარშანდელ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია“

149
Untitled design (3)

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ზღვის წყლის ხარისხს გარემოს ეროვნული სააგენტოს პარალელურად, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოც შეამოწმებს. ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ დღეს, აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და თქვა, რომ „წარმატებული ტურისტული სეზონისთვის სხვადასხვა მედიასაშუალების მხრიდან ზიანის მიყენება ხდება“.

„მსურს შევეხო ბოლო დროის აქტუალურ საკითხს, რომელიც ზღვის წყლის ხარისხს უკავშირდება. ბოლო პერიოდში, არც თუ ისე კეთილმოსურნე მედიასაშუალებების მხრიდან მაქსიმალური ზიანის მიყენება ხდება საკმაოდ წარმატებული ტურისტული სეზონისთვის.

შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პერიოდულად მოხდება ზღვის წყლის ხარისხის შემოწმება, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს, ისე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მხრიდან.

უკვე ჩატარებული კვლევების შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია შარშანდელ წელთან შედარებით და, იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ხარისხობრივი მაჩვენებლის შენარჩუნებას ისე, რომ, პირველ რიგში, ჩვენს თანაქალაქელებს და შემდეგ ჩვენს უამრავ სტუმარს დასვენების კუთხით არ შეექმნება რაიმე დისკომფორტი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

“შეიძლება თუ არა წელს საქართველოში შავ ზღვაზე წასვლა და ზღვაში ბანაობა”? – რას წერს არჩილ მაშანია 

ცნობისათვის, აჭარის მთავრობის ცნობით, კვლევის მიხედვით აჭარაში ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია და სრულ თანხვედრაშია დასაშვებ ნორმებთან:

„გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში სარფი ჩოლოქის მონაკვეთზე 7 წერტილში (ბათუმის ცენტრალური პლაჟი, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია, კვარიათი, სარფი, ქობულეთის ცენტრალური პლაჟი, ბობოყვათის მიმდებარე ტეიტორია და მწვანე კონცხი) ზღვის წყლის ბაქტეოროლოგიური კვლებები ჩაატარა.

ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე 7-ვე წერტილში დასაშვები ნორმის ფარგლებშია და იგი გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია. მიმდინარე წელსაც როგორც ყოველთვის ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები დაფიქსირდა სარფი კვარიათისა და მახინჯაური მწვანე კონცხის ტერიტორიებზე, დადებითი მაჩვენებლებია სხვა დანარჩენ წერტილებშიც.

კვლევები ტარდება შემდეგ მაჩვენებლებზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, ლაქტოზადადებითი ნაწლავის ჩხირები, ენტეროკოკი, კოლიფაგები, სალმონელას ბაქტერიები. სინჯების აღება ხდება მცურავი საშუალების გამოყენებით ნაპირიდან 50 მეტრის რადიუსში“, – აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g