LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიგა-თბილისის საჰაერო ხაზზე რამდენიმე რეისი გაუქმდა

126
do-not-fly

airBaltic-მა რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე რამდენიმე რეისი გააუქმა და მათ ნაცვლად სპეცრეისს შეასრულებს. როგორც “ავიანიუსი” იუწყება, აღნიშნულის მიზეზად ეპიდსიტუაციის გართულება სახელდება. უფრო კონკრეტულად კი, რიგა-თბილისი-რიგას მიმართულებაზე ავიაკომპანია 3 და 5 ნოემბერს რეგულარულის ნაცვლად სპეცრეისს შეასრულებს, ხოლო 7 ნოემბრის ფრენა საერთოდ გაუქმდა.

არსებული ინფორმაციით, ლატვიური ავიაკომპანია COVID-19-ის გამო გართულებული ეპიდვითარების ფონზე, ყოველი კვირის პარასკევს მიიღებს გადაწყვეტილებას ფრენების განხორციელების თაობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g