რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მიზეზის გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ოპოზიციის სურვილი და მოთხოვნა, არ მოხდება – ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, ვადამდელ არჩევნებს კონკრეტული წინაპირობები აქვს, ხოლო ამ დროისთვის მსგავსი წინაპირობები არ არსებობს და არც მოსალოდნელია, რომ შესაბამისი ვადის დადგომამდე გაჩნდება.
„წინაპირობები განსაზღვრულია კონსტიტუციით, როდის შეიძლება ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.