LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა იყო მხოლოდ არეულობის ინსტრუმენტი და არა მიზანი: შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე

48
შალვა პაპუაშვილი

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა, ვადამდელი არჩევნების შესახებ, არეულობის შექმნის საშუალება იყო. აღნიშნული განცხადება პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

„მიზანი არჩევნები არ იყო, მიზანი იყო სიტუაციის არევა. არა არჩევნების ჩატარება, არამედ ისეთ არჩევნებამდე მისვლა, როცა სხვა ალტერნატივა არ დარჩებოდა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“. ეს არის მთელი იდეა რევოლუციური მცდელობისა. ამიტომ, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა იყო მხოლოდ არეულობის ინსტრუმენტი და არა მიზანი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g