LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიჰარდს კოლსი შალვა პაპუაშვილს – ნამდვილი ღალატი თქვენი რიგებიდან მოდის – არ შეგეშალოს – ევროპის მოთმინება უსაზღვრო არ არის

320
აქცია რუსთაველის გამზირზე (2)

ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე განცხადებით პასუხობს შალვა პაპუაშვილს, რომელმაც ჟიგიმანტას პავილიონისის და მარკო მიხელსონის განცხადებები გააკრიტიკა.

„არ შეგეშალოს – შენი მანევრირების სივრცე მცირდება, როგორც პოლიტიკურად, ასევე დიპლომატიურად, ევროპის მოთმინება უსაზღვრო არ არის“, – წერს ევროპარლამენტარი.

მისი თქმით, ევროპარლამენტი მართებულად გამოვიდა მათ წინააღმდეგ სანქციების მოწოდებით, ვინც საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს აფერხებს.

„დემოკრატიაზე საუბრობ, მაგრამ იმას იცავ, რისი დაცვაც შეუძლებელია – მთავრობას, რომელიც ავტორიტარიზმისკენ მიდის, უგულებელყოფს საკუთარი ხალხის ნებას, და უცხოური ძალების გულს იგებს, რომლებსაც საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრა სურთ. შენს ცილს სწამებ მარკო მიხელსონს და ჟიგიმანტას პავილიონისს, მაგრამ ნამდვილი ღალატი თქვენი რიგებიდან მოდის.

ევროპარლამენტი მართებულად გამოვიდა მათ წინააღმდეგ სანქციების მოწოდებით, ვინც საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს აფერხებს, მათ შორის შენს წინააღმდეგ. არ შეგეშალოს – შენი მანევრირების სივრცე მცირდება, როგორც პოლიტიკურად, ასევე დიპლომატიურად. ევროპის მოთმინება უსაზღვრო არ არის, არც ჩვენი ტოლერანტულობა ფარისევლობისთვის, რომელიც შეფუთულია ფსევდო-დემოკრატიულ რიტორიკაში.

ბალტიელი ლიდერების, რომლებიც ყოველთვის იცავდნენ დემოკრატიას და საქართველოს სუვერენიტეტს, ‘“რეჟიმის ცვლილების” წამქეზებლებად გამოყვანის მცდელობა სასაცილოა. ჩემი ბალტიელი ძმები – და ბევრი ევროპაში – ეწინააღმდეგებიან არა არჩევნებს, არამედ თქვენი მთავრობის დემოკრატიული ნორმებისგან უხეშ გადახვევას, მის ანტიუკრაინულ მესიჯებსა და მის ფლირტს რუსულ გავლენასთან.

პასუხისმგებლობა უცხოურ ჩარევაში არ აგერიოს. შენი მთავრობა ზეწოლის ქვეშ იმიტომ კი არაა, რომ “საკუთარ ხალხს ემსახურება”, არამედ იმიტომ, რომ მათ მომავალს უთხრის ძირს. თუ არჩევნები დემოკრატიის ქვაკუთხედია, მაშინ საშუალება მიეცით ის იყოს თავისუფალი, სამართლიანი და პროპაგანდისგან თავისუფალი. თუ ნამდვილად აფასებ დემოკრატიას, დაამტკიცე – ქმედებებით, არა უხამსობით.

მანამდე, კრიტიკის გაჩუმების შენი მცდელობები მხოლოდ გააძლიერებს მას. ევროპა ქართველ ხალხთან ერთად დგას, მათთა არა, ვინც მათგან დემოკრატიული ბედისწერის მოპარვას ცდილობს“, – წერს კოლსი.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ესტონელმა და ლიეტუველმა პოლიტიკოსებმა, მიხელსონმა და პავილიონისმა დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის „დამუნათება სცადეს„, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ოფიციალური შეხვედრის გამო.

შალვა პაპუაშვილი პავილიონისის და მიკელსონის განცხადებებზე: „გვეუბნებიან, რომ მნიშვნელობა აქვს მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს და არა ხალხის არჩევანს, და თუ მოსახლეობის ნება თანხვედრაში არ მოდის მათ სურვილებთან, მაშინ, არჩევნების შედეგების შეტრიალებაა საჭირო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g