ამერიკელმა რეპერმა რიკ როსმა ალბომი „Rather You Than Me“ გამოუშვა. სიახლე რიგით მეცხრეა მუსიკოსის შემოქმედებაში. დისკის პროდიუსერები Analogic, Beat Billionaire, Beat Butcha, Bink! და სხვა ადამიანები გახდნენ.
ცოტა ხნის წინ, ალბომის მხარდასაჭერად მან გამოუშვა სინგლი „I Think She Like Me“, მოგვიანებით კი მასზე გადაღებული კლიპიც გამოქვეყნდა.