რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რიკი მარტინს მამაკაცი ძალადობაში ადანაშაულებს. ის აცხადებს, რომ მარტინის ყოფილი შეყვარებულია და ისინი ერთმანეთს ორი თვის წინ დაშორდნენ.
„მცემდა“ – მამაკაცი, რომელიც თავს რიკი მარტინის შეყვარებულად ასაღებს, ვარსკვლავს სასამართლოში უჩივის
ახლა კი ცნობილი გახდა, რომ პუერტო-რიკოს სასამართლომ მარტინს ყოფილ შეყვარებულთან მიახლოება და მის პირად ცხოვრებაში ჩარევა აუკრძალა.
მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ სახელდება აცხადებს, რომ მარტინს 7 თვის განმავლობაში ხვდებოდა, ორი თვის წინ კი ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ის ასევე ირწმუნება, რომ რიკი მას გამუდმებით ურეკავს და სახლთან აკითხავს.
ფოტო/ვიდეო: რიკი მარტინმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა – არტისტი რადიკალურადაა შეცვლილი