LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკოთის გვირაბში მოძრაობა იკრძალება

რიკოთის გვირაბი

რი­კო­თის გვი­რაბ­ში დღეს, 12:00 სა­ა­თი­დან 17:00 სა­ა­თამ­დე მოძ­რა­ო­ბა იკ­რძა­ლე­ბა – ინფორმაციას ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნისტროს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში ადასტურებენ.

მა­თი­ ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 143–ე კმ-ზე მდე­ბა­რე რი­კო­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გვი­რაბ­ში, პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით, 5 დე­კემ­ბერს, 12:00 სა­ა­თი­დან 17:00 სა­ა­თამ­დე იკ­რძა­ლე­ბა ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა.

სატ­რან­სპორ­ტო ნა­კა­დის მოძ­რა­ო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა რი­კო­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გვი­რა­ბის შე­მო­სავ­ლელ გზა­ზე.

დრო­ის ამ პე­რი­ოდ­ში რი­კო­თის გვი­რა­ბის შე­მო­სავ­ლელ გზა­ზე 2 სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა სა­ბუქ­სი­რე მე­ქა­ნიზ­მე­ბის მო­რი­გე­ო­ბა.

ცნობისთვის, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ჟი­მით მოძ­რა­ო­ბა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის უშუ­ა­ლო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით და კო­ორ­დი­ნა­ცი­ით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები