რიკოთის გვირაბთან ტრაილერისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.
ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, გზის საპირისპირო ზოლში მოძრავი ტრაილერი მსუბუქ მანქანას დაეხაჯა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი მათგანი კი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დღეს დილით გარდაიცვალა.
ტრაილერის მძღოლი დაკავებულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტოში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.