LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკოთის მაგისტრალის პირველი, 2.5 კმ-იანი ორზოლიანი მონაკვეთი შემოდგომაზე გაიხსნება: ირაკლი ქარსელაძე

72
რიკოთის გვირაბი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის მაგისტრალის პირველი, 2.5 კმ-იანი ორზოლიანი მონაკვეთი შემოდგომაზე გაიხსნება. მისივე განცხადებით, ეს არის პირველი შედეგი იმ გარდამტეხი ფაზისა, რომელიც ამჟამად გვაქვს რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაზე.

რიკოთის გზაზე ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა დაიწყო

პანდემიის გამო, რიკოთის პროექტის დასრულების ვადამ ერთი წლით გადაიწია

„ზოგადად, რიკოთის მონაკვეთი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მშენებლობისას, ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი მონაკვეთია. ჩქაროსნული მაგისტრალის შარშან გახსნილ 70 კმ-იან მონაკვეთს, რომელმაც თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების დრო 1 საათით დაზოგა, წელს დაემატება რიკოთის ერთი მონაკვეთი. ეს კიდევ უფრო დააჩქარებს გადაადგილებას, რა თქმა უნდა, საგზაო უსაფრთხოების სრული დაცვით“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ფოტო: რიკოთის გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ–მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო გზის ძირითადი მონაკვეთების მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის, ხოლო ექსპლუატაციაში სრულად შესვლა 2023 წლისთვის.

magti 5g