რიკოთის საავტომობილო გვირაბში სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა.
აღნიშნული ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, დაშავებულები არ არიან.
სატვირთოს ამობრუნებამ, გვირაბის დაკეტვა გამოიწვია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
რა გახდა ავარიის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
ფოტო სლაიდზე: „რუსთავი 2“
