LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 9 მლნ დაჯდება

46

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, E60 ავტომაგისტრალის, ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთას (რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი) მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას იწყებს.

ხევი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის დეტალური პროექტის, სატენდერო დოკუმენტაციის, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და მიწის შესყიდვისა და განსახლების დეტალური გეგმის მოსამზადებლად სატენდერო წინადადებების მიღება დასრულდა.

სატენდერო წინადადება 5 კომპანიამ შეიტანა. შემდგომ ეტაპზე მიღებული წინადადებების შეფასება მოხდება და გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება, რომელმაც მოცემული დავალების შესრულება 12 თვეში უნდა უზრუნველყოს.

სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 9 მილიონი აშშ. დოლარია და აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

ხევი-არგვეთას მონაკვეთის სიგრძე 42 კილომეტრია და ის ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია. რიკოთის საუღელტეხილო მონკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის  ცნობით, ამ მონაკვეთის მშენებლობა ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობის გაზრდას, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას, სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას და მგზავრობის დროის შემცირებას.

fortuna.ge