LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკოთზე ჩქაროსნული მაგისტრალი უმოკლეს ვადებში დასრულდება

1107
esaaaaa

ისტორიული პროექტი – ასე შეაფასა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტი.

პრემიერს არ უთქვამს ზუსტი ვადა, როდის დასრულდება პროექტის განხორციელება, თუმცა აღნიშნავს, რომ ის უმოკლეს ვადებში იქნება დასრულებული. 

კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს ხელი რამდენიმე დღეში მოეწერება

პროექტებისთვის საჭირო დიდი ფინანსური ინვესტიციები უკვე მოზიდულია.

“ეს არის ძალიან რთული საინჟინრო ნაგებობა. მასში ძალიან დიდი ინვესტიციები გვექნება განსახორციელებელი, მაგრამ აუცილებლად გავაკეთებთ და ეს იქნება უმოკლეს ვადებში. ყველას, ვინც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაადგილდება, შეუძლია საკუთარი თვალით დაინახოს ინტენსიური მუშაობის პროცესი”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

რიკოთის უღელტეხილზე ალტერნატიული საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და მაშინ ითქვა, რომ ის სამ წელიწადში დასრულდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g