8-9 საათია ადამიანები რიკოთზე გაუსაძლის მდგომარეობაში თოვლსა და ყინვაში არიან… სასწრაფოდ იმოქმედეთ!, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი რიკოთზე არსებულ საცობს.
მისივე თქმით, უღელტეხილზე ჩარჩენილ ადამიანებს აღარ აქვთ საწვავი, არიან თოვლსა და ყინვაში და მათ შორის ბავშვებიც.
„მივმართავ ვისაც ეს ეხება, საგზაო დეპარტამენტს და შინაგან საქმეთა სამინისტროს. ადამიანებს მიაქციეთ ყურადღება. კაციშვილი მომკითხავი არაა. ვრეკავ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში და ვითხოვ რეაგირებას. ამ დრომდე არავინაა პასუხის გამცემი”, – ამბობს ხაბეიშვილი.
რიკოთის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – რა ვითარებაა ადგილზე
„მგზავრთა საყურადღებოდ” – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს
ვიდეო: „გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია მოძრაობა” – გზების დეპარტამენტი კადრებს ავრცელებს
? სასწრაფოდ იმოქმედეთ❗️8-9 საათია თოვლში, ყინვაში რიკოთზე ადამიანები არიან გაჭედილები … უთავდებათ საწვავი, არ აქვთ წყალი და არის კატასტროფული მდგომარეობა. არიან ქალები და ბავშვებიც.
Posted by Levan Khabeishvili on Thursday, 23 February 2023