LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკოთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

200
ავარია

რიკოთის უღელტეხილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა – სატვირთო ავტომანქანა გზის დამცავ ჯებირთან შეჯახების შემდეგ, 50 წლამდე ასაკის მამაკაცს დაეჯახა.

გავრცელებული ცნობით, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g