LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რინგი, ბიგფუტი და ბოლი – მაისის საუკეთესო მომენტები (ნაწილი მეორე)

120
drft

ავტოექსპერტებმა მაისის საუკეთესო მომენტების გახსენება გადაწყვიტეს. მათ ყველაზე გამორჩეული ავტომობილები, რეკორდები თუ პრემიერები შეაგროვეს და ჯამში ძალიან საინტერესო რეპორტაჟი გამოვიდა.

„სცადე და მოიპარე“

Volkswagen-მა ახალი სედანის Jetta GLI-ს რეკლამა გამოაქვეყნა. ავტომობილი 230 ძალის ტურბოძრავითაა აღჭურვილი და გადაცემათა კოლოფის ორ ვარიაციაშია ხელმისაწვდომი. როგორც მწარმოებელი ირწმუნება, მოდელის გატაცება შეუძლებელია და ქურდს ამის საშუალებას დაცვის თანამედროვე სისტემები არ მისცემს.

მაგია!

Kia-ს ინდური განყოფილების სარეკლამო რგოლმა 2 თვეში 300 მილიონი ნახვა დააგროვა. მწარმოებელი ინდური ბაზრისთვის ემზადება და ბუნებრივია, პრემიერა განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო. რგოლში ბალერინას სახით ავტომობილის გრაციოზულობას გაესვა ხაზი, ფეხბურთელმა გამარჯვებისკენ სწრაფვა განასახიერა და ჯამში ახალი ბრენდი Stinger გამოვიდა.

წლის დატროლვა

კომპანია Alpina-მ გადაწყვიტა, რომ Porsche-სა და Mercedes-Benz-ს გახუმრებოდა და განაცხადა, რომ ჩვეულებრივი უნივერსალი ორივე ბრენდს უკან ჩამოიტოვებს. 608 ძალის Alpina-ს 322 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია, რაც იმას ნიშნავს რომ ავტომობილი თავის კლასში მართლაც ყველაზე სწრაფია.

თავისუფლება!

22 მაისს Daimler და Mercedes-ის კონცერნი თავისმა დირექტორმა დატოვა. როგორც მოსალოდნელი იყო, BMW-მ ეს მოვლენა უყურადღებოდ ვერ დატოვა და განაცხადა, რომ ტოპ-მენეჯერს ამიერიდან სრული თავისუფლება აქვს და შეუძლია BMW-ს ავტომობილითავ კი თავისუფლად იმოძრაოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g