ექიმ კოტე მათითაშვილის Kotcast•კოტკასტ-ის სტუმარი ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძეა.
როგორც გადაცემის ანონსიდან ირკვევა, საუბრის მთავარი თემაა დამოკიდებულების ისეთი ფორმაა, რომელსაც მოდა, ტრენდები და სოციალური სტანდარტები აყალიბებს.
კოტე მათითაშვილი: „მოდა, სოციუმი გვკარნახობდა ადრეც და ახლაც, გარკვეულ სტილს და ფორმას“
ნათია ფანჯიკიძე: „იმ დროს მაღალი შუბლი იყო მოდაში და თმებს იპუტავდნენ და რაღაც საშინელებებს აკეთებდნენ ადამიანები, ოღონდაც ყოფილიყვნენ ლამაზები… ჯანმრთელობის საზიანო რამეც კი შეიძლებოდა ჩათვლილიყო სხეულის მშვენიერებად…
ძალიან კომერციალიზებული არის ბევრი რამ და ზოგჯერ არ ექცევა ყურადღება ფსიქოლოგიურ პრობლემას, რასაც ჰქვია დისმორფოფობია და ნიშნავს ნაკლის გადაჭარბებულად აღქმას, რომელიც შეიძლება არც კი არსებობდეს… შესაძლოა სტატუსს განასახიერებდეს ის, რომ უნაოჭოდ ბერდებიან და რომ „მე ის გოგო ვარ რომელიც ძვირი ღირს“
კოტე მათითაშვილი: „სად გადის ის ზღვარი, როდესაც ეს უკვე აშლილობისკენ მიდის?“
ნათია ფანჯიკიძე: „რინოპლასტიკას ვინც მიმართავს მათში ფაქტობრივად, 53%-ს აქვს დისმორფოფობია… ეს არის შფოთვა, რომელიც იწვევს სასოწარკვეთილებას, დეპრესიას და ხშირად სუიციდურ აზრებსაც…“
კოტე მათითაშვილი: „ხედავს და მხოლოდ მხოლოდ უიშვიათეს რაღაც ხარვეზს და თავქუდმოგლეჯილი მორბის კოტე ექიმო გავიღვიძე გუშინ და დღეს თქვენთან მოვედი…“
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 