„რინოსტომიას ვიკეთებ 6 დეკემბერს, ვისაც სურვილი გაქვთ დახმარების, პირად ნომერს გეტყვით და შეგიძლიათ ჩარიცხოთ” – ამბობს მარიამ ტატანაშვილი ვიდეომიმართვაში.
„რინოსტომია არის ახალი საცრემლე არხის გაყვანა. ეს ხდება იმის გამო, რომ საცრემლე ჯირკვალი ან შევიწროებულია, ან გადაკეტილი და არ უშველა ზონდირებამ.
ჩემი საცრემლე მილი გადაკეტა ცხვირის ძვალმა, რომელიც ავარიის შემდეგ სახესთან მქონდა გაბრტყელებული და ოპერაციის მერე ძალიან ცუდად შეხორცდა. რინოსტომია დაახლოებით 1800 ჯდება და ვისაც სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ ჩარიცხოთ.
ჩემი პირადი ნომერია – 01036001932 შორენა სიზიაშვილია მიმღები“. – განმარტავს მარიამი.
ცნობისთვის, მარიამ ტატანაშვილი 2021 წელს მეგობრებთან და შეყვარებულთან ერთად ავარიაში მოჰყვა. მრავალმხრივი ტრავმის გამო მის გადარჩენას არავინ ელოდა, მაგრამ მოხდა სასწაული და მარიამი გადარჩა.