LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რიონის ხეობის მცველებმა“ წელიწადნახევრიანი კარვებით პროტესტი შეწყვიტეს – რა თქვა ვარლამ გოლეთიანმა შემაჯამებელი აქციაზე

191
BeFunky-collage (8)
მთავარ სლაიდზე ფოტო: რადიო თავისუფლება

 

ჩვენი მოძრაობა ახლა აფართოებს ბრძოლის არეალს, არ გეგონოთ რომ ჰესიდან გადავდივართ გზაზე, უბრალოდ ერთ-ერთი კომპონენტია ეს გზა, ამიტომ შევიტანეთ ეს წერილები მერიაში, ველოდებით ამაზე კონკრეტულ პასუხს და შემდეგ რა რეაგირებაც გვექნება გაგაცნობთ,– ამის შესახებ  „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ–ერთი ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა დღეს შემაჯამებელ აქციაზე განუცხადა შეკრებილებს.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუმათში შემაჯამებელი აქციით დაასრულეს კარვებში მიმდინარე 550-დღიანი პროტესტი, ჰესის მშენებელი კომპანიის, „ენკა რინიუებლზის“ მიერ რიოინის ხეობის დატოვების შემდეგ.

„ამ პროცესმა, უგზოობამ, 40 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ჩვენ თვალწინ გამოკეტა სრული უმრავლესობა სახლების რიონის ხეობაში. როცა ვლაპარაკობთ განვითარებაზე, როცა ვლაპარაკობთ მიწის დაცვაზე თუნდაც, როცა ვლაპარაკობთ ეკონომიკის განვითარებაზე ყველაფერი ებმის არსებითად სოფელს…

სოფელი, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის გარანტი, ზოგადად ყოველთვის ასე იყო და ასე დარჩება, ეს ხელშეწყობა პირველ რიგში უნდა მოდიოდეს მასზე და უმთავრესი არის კომუნიკაციების არსებობდა, გზა, რომ პირველ რიგში ეს ხალხი არ წამოვიდეს იქიდან და თუ წამოვა იმ შემთხვევაში შეეძლოს მაინც იქ ასვლა, დღეს ეს შეუძლებელია..”, – აღნიშნა გოლეთიანმა.

მანვე აქციაზე შეკრებილებს უთხრა, რომ კარვებში ყოფნას აზრი აღარ აქვს, თუმცა დაამატა, რომ ხელისუფლებას ჰესის მშენებლობის შესახებ არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს და პროტესტი შესაძლოა სხვა ფორმით გაგრძელდეს.

„დღეს შემაჯამებელი აქციაა, რომ დასრულდეს პროტესტის ეს ეტაპი, თუმცა, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ პოლიტიკური ნება არაჯანსაღია და გაუარესებულია დამოკიდებულება იმასთან შედარებით, ვიდრე ჩვენი პროტესტის დასაწყისში. ხელისუფლება ცდილობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებით შეიმუშაოს დოკუმენტები, რომლებიც პროცესს არ გააჯანსაღებს. საუბარია სამ დიდ ჰიდროპროექტზე, ნენსკრას, ხუდონის და ნამახვანის ჰესების აშენებაზე ისევ, და არ არსებობს დასაბუთება ამ პროექტების სარგებლიანობაზე, რაც არის ჩვენი პროტესტის საგანი ამ დრომდე, ჯერჯერობით არ ვიცით, რა იქნება ჩვენი შემდგომი ქმედება“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მანვე დასძინა, რომ დღევანდელი ტრიბუნიდან უფრო კონკრეტულად გეგმებთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g