წყალტუბოს რაიონის სოფელ ჯიმასტაროში დაკარგულ 68 წლის მამაკაცს მეათე დღეა ეძებენ. ოჯახის წევრების თქმით, მამაკაცი მდინარე რიონზე სათევზაოდ თვითნაკეთი ნავით წავიდა.
მისი ძებნის სამუშაოებს 10 დღეა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 15-კაციანი ჯგუფი სადღეღამისო მეთვალყურეობის რეჟიმში ახორციელებს სანაპიროს მონიტორინგს ე.წ. “დრონით” და ძრავიანი ნავით. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ასევე აჭარის და თბილისის მყვინთავების ჯგუფები.
ამ ეტაპზე, დაკარგული მამაკაცის ნავი და ტანსაცმელია ნაპოვნი.