რიო დე ჟანეიროში, იმ სასტუმროში, სადაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მისი მოადგილე იმყოფებიან, აფეთქება მოხდა.
მინისტრი და მისი მოადგილე კარგად არიან. აფეთქების მომენტში ქართველი მაღალჩინოსნები სასტუმროში არ იმყოფებოდნენ.
ამ დროისთვის აფეთქების მიზეზი უცნობია.