LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რის გამო დაიღუპა 29 წლის მაღაროელი – „ჯორჯიან მანგანეზმა“ შიდა მოკვლევა დაიწყო

201
2b3c1c0cbecf0a6

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მომხდარ ინციდენტს “ჯორჯიან მანგანეზი“  ეხმაურება. კომპანია ამბობს, რომ უბედური შემთხვევა სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა, თუმცა ზუსტი მიზეზი რის გამო დაიღუპა, 29 წლის მაღაროელი, ჯერ არ იციან.

“ჯორჯიან მანგანეზმა“  შიდა მოკვლევა დაიწყო. ამასთან, კომპანია მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნის და აცხადებს, რომ დარკვეთის მაღარო, სადაც შემთხვევა მოხდა, ორი თვის წინ შემოწმდა და უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ვინ არის ჭიათურის მაღაროში დაღუპული მუშა

პულტის არასწორი მოქმედების შედეგად კედელს შეეჯახა. 

„სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის თანახმად, ის უსაფრთხოების სტანდარტებსა და სამუშაო პირობებს აკმაყოფილებს. მომხდარ ფაქტზე გამოძიებას შსს-ს სამინისტრო აწარმოებს. „ჯორჯიან მანგანეზი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს“, – აცხადებენ კომპანიაში.

ჭიათურაში დარკვეთის მაღაროში დაღუპული მუშა 29 წლის გაგა ბოჭორიშვილია.  ადგილობრივი პროფკავშირის ინფორმაციით, მუშა სატვირთო ავტომობილსა და კედელს შორის მოჰყვა. კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ მაღაროში უსაფრთხოების ნორმები დარღვეული არ ყოფილა.

გამოიკითხნენ თანმხლები მუშები. ისინი აცხადებენ, რომ ჩამონგრევა არ მომხდარა. ახალგაზრდა კაცი მართავდა სატვირთო ავტომობილს, რომელიც პულტით იმართება და პულტის არასწორი მოქმედების შედეგად კედელს შეეჯახა.

გარდაცვლილი დარკვეთის მაღაროში ორი წლის განმავლობაში მუშაობდა.

გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g