LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რის გამო დაკარგა მომღერალმა შაბან მამედოვმა მხედველობა: „მამაჩემმა სამსახური დატოვა და ყველაფერი მე შემომწირა…“

721
შაბან მამედოვი

24 წლის მომღერალი მარნეულიდან – შაბან მამედოვი „ხალხურში“ მონაწილეობის შემდეგ განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მან „დაიგვიანეს“ შეასრულა და ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა.

„დღის პოსტთან“ საუბრისას მან გაიხსენა, როგორ დაკარგა მხედველობა და როგორ დაინტერესდა მუსიკით, ასევე ისაუბრა ოჯახის მხარდაჭერის შესახებაც:

„7 თვის ასაკში სეფსისის გამო დავკარგე მხედველობა. მუსიკისადმი ინტერესი დაიწყო 6 წლის ასაკიდან, ეს ჩემმა ოჯახმა შენიშნა და ოჯახმა გადაწყვიტა, მუსიკის მასწავლებელთან მივეყვანე. მშობლები გვერდში მიდგანან. მამაჩემი წლების განმავლობაში შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, მაგრამ ჩემ გამო თავი დაანება საქმეს და თავი შემომწირა მე. შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, ადამიანისთვის არაფერია შეუძლებელი, თუკი იქნება მონდომება და ხელშეწყობა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g