LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რის გამო ჰქონდა დიდხნიანი შემოქმედებითი პაუზა დათუნა მგელაძეს: „შვილი ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერებაა… მეუღლე გვერდში მიდგას…“

1725
ed95232d-1ee9-4a4f-b760-fe170a65e2fc

დათუნა მგელაძემ ახლახან მსმენელს ახალი სიმღერა და კლიპი წარუდგინა. სიმღერის სახელწოდებაა „მე მოვალ შენთან“ და ეს ნამუშევარი მომღერალმა საკმაოდ დიდხნიანი პაუზის შემდეგ გადაიღო.

დათუნა fortuna.ge-ს კლიპის შესახებაც ესაუბრა და ასევე ოჯახურ ცხოვრებაზეც, მისი მეუღლე ჟურნალისტი ნინო ფუტკარაძეა, წყვილს ერთი ვაჟი, ვატო ჰყავს.

დათუნა, ახალი სიმღერისა და კლიპის შესახებ მოგვიყევი, როგორ მიმდინარეობდა გადაღებები?

სიმღერა ჩემია ირინა სანიკიძის ტექსტზე, არანჟირება ზაზა ხუბუკელაშვილმა გააკეთა და მისივე სტუდიაში ჩაიწერა. კლიპი გადაიღო სერგო ეგოიანმა. 2014 წელს პირველად ვითანამშრომლეთ, როცა „შემოდგომის ფოთლები“ გადაიღო და ამდენი წლის შემდეგ, ისევ შევხვდით ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე. გადაღებები, ძირითადად, მიმდინარეობდა ბათუმში, ასევე გადავიღეთ სტამბოლშიც. კლიპი ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორსაც ველოდი.

რატომ გაქვს დიდხნიანი პაუზები შემოქმედებითი კუთხით? ადრე ბევრად უფრო მეტად აქტიურობდი…

იქიდან გამომდინარე, რომ ეს პერიოდი დავუთმე ჩემს პირად საქმეებს, რომლებმაც ძალიან დიდი დრო წაიღო, დრო არ მრჩებოდა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმისთვის, რაც არის სიმღერა. მზად ვარ, რომ უფრო მეტად გავაქტიურდე.

ოჯახური ცხოვრების შესახებ გვიამბე. გყავს მეუღლე და ვაჟი. როგორია შენი ოჯახური ცხოვრება, შვილის აღზრდაში რამდენად ხარ ჩართული?

გვყავს პატარა ვატო, რომელიც მალე გახდება 3 წლის. ის არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ბედნიერება. შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ყველაფერში ვიყო ჩართული, თუმცა რა თქმა უნდა, დედის როლი შეუცვლელია.

მეუღლე შენი ყველაზე დიდი მხარდამჭერია, როგორც ვიცი. როგორ შეიცვალა და განვითარდა თქვენი სიყვარულის ამბავი ამდენწლიანი ურთიერთობის შემდეგ – გაქვთ თუ არა რთული პერიოდები და როგორ ლახავთ მათ?

ნინო, პირველ რიგში, ჩემი საუკეთესო მეგობარია. მეხმარება ყველაფერში, სიმღერასა და კლიპშიც დიდი წვლილი მიუძღვის. სულ მეუბნებოდა, დროა, გადაიღეო და ასეც მოხდა. დიდი ბედნიერებაა, როცა მეუღლე ასე გიდგას გვერდში. რაც შეეხება რთულ პერიოდებს, როდესაც ნამდვილი სიყვარულია და ადამიანები უგებენ ერთმანეთს, თვალდახუჭული ენდობიან, იქ პრობლემები უმნიშვნელო ხდება.

რაიმე სხვა სიახლეები ხომ არ გაქვს შემოქმედების კუთხით?

მაქვს რამდენიმე სიმღერა და ვგეგმავ პრემიერებს, ახლა ვმუშაობ ერთ სიმღერაზე, საზაფხულოა, წესით, ახლა უნდა გამომეშვა, თუმცა ტექსტის დაწერას ველოდები. თუ მოვასწარი, ძალიან კარგი იქნება. რა თქმა უნდა, ამავე სიმღერაზე ვაპირებ კლიპის გადაღებას. მინდა, ივლისში მოვასწრო, თუმცა არ ვიცი, რამდენად მოხერხდება.

magti 5g