LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიში სუნაკის მიმართვა – უკრაინაში პუტინის ომმა, მსოფლიოში ენერგეტიკული ბაზრების დესტაბილიზაცია მოახდინა, ჩვენი ქვეყანა ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას

44
Untitled design (5)

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ, რიში სუნაკმა მოსახლეობას პირველად მიმართა.

ინდური წარმოშობის მილიარდერი და ინდოეთის “ბილ გეითსის” სიძე – რა ვიცით დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერზე

სუნაკმა როგორც ბრიტანეთში, ასევე მსოფლიოში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისი მთავრობის დღის წესრიგში უპირატესი ეკონომიკურ სტაბილურობაზე ზრუნვა იქნება.

და ნდობას დააყენებს თავისი მთავრობის დღის წესრიგის ცენტრში, მაგრამ აღიარა, რომ „მომავალი რთული გადაწყვეტილებები იქნება“:

„სწორია იმის ახსნა, თუ რატომ ვდგავარ აქ, როგორც თქვენი ახალი პრემიერი. ჩვენი ქვეყანა ახლა ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას. პანდემიით გამოწვეული შედეგები ჯერ კიდევ მოქმედებს.

პუტინის ომმა უკრაინაში, დესტაბილიზაცია მოახდინა მთელ მსოფლიოში ენერგეტიკულ ბაზრებსა და მიწოდების ქსელებზე…

ამ მთავრობის დღის წესრიგის ცენტრში დავაყენებ ეკონომიკურ სტაბილურობასა და ნდობას.

ჩვენ გავაერთიანებ ჩვენს ქვეყანას – არა სიტყვით, არამედ საქმით. დღე და დღე ვიმუშავებ. ამ მთავრობას ექნება ერთობა, პროფესიონალიზმი და ანგარიშვალდებულება ყველა დონეზე“, – აღნიშნა პირველი ოფიციალური მიმართვის დროს სუნაკმა.

ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა არც ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონი დაივიწყა და განაცხადა:

„ყოველთვის მადლობელი ვიქნები ბორის ჯონსონის, პრემიერ-მინისტრის რანგში მისი წარმოუდგენელი მიღწევებისთვის, ვაფასებ მისი სულის კეთილშობილებას“, – თქვა რიში სუნაკმა.

შეგახსენებთ, რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დაინიშნა.

წელს ბრიტანეთში ახალი პრემიერ-მინისტრი უკვე მეორედ აირჩიეს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი თანამდებობიდან 20 ოქტომბერს გადადგა.

სუნაკთან ერთად კი პრემიერობისთვის პენი მორდონტიც იბრძოდა, თუმცა მან ბოლო მომენტში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და მხარი სუნაკს დაუჭირა.

ღარიბაშვილი რიში სუნაკს დიდი ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები