LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისი ატანა შეგიძლიათ თვითმფრინავში ხელბარგით – სერია მეორე

2355
chemodani

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას აგრძელებს. აეროპორტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე იმ ნივთების სია ქვეყნდება, რომლის წაღებასაც სამოგზაუროდ თქვენი ხელბარგით შეძლებთ.

მაშ ასე, ხელბარგში დაშვებულია და შეგიძლიათ ჩადოთ:

✔ ცარიელი თერმოსი / თერმოჭიქა

✔ წვერის ელექტროსაპარსი

✔ გარე დამტენი ე.წ. ფაურ ბანკი (გაითვალისწინეთ, რომ ბორტზე გამოყენება არ შეიძლება)

✔ სელფის ჯოხი

✔ სუნელები

აღსანიშნავია, რომ ხელბარგში დაშვებულია ასევე: სახლისა და ავტომობილის გასაღები, თმის საშრობი, თმის უთო, ფრჩხილის ქლიბი და სხვა.

ცნობისთვის, ხელბარგსა და ბარგში აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების ჩამონათვალს გაეცნობით შემდეგ ბმულზე: http://kutaisi.aero/ka/Security-check

რას აიტანთ თვითმფრინავში ხელბარგით - პასუხი ხშირად დასმულ კითხვებზე

არ იდარდოთ, ჩურჩხელა ხელბარგში დასაშვები ნივთების სიაშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები