ყველა ადამიანს თავისი ფობია აქვს. ზოგს სიბნელის ან დახურული სივრცის ეშინია, ზოგს ობობების ან გველების, ზოგს კი – სიმაღლის ან წყლის. შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებიც ადამიანები არიან და მათაც აქვთ უფლება ჰქონდეთ თავისი ფობიები.
ალფრედ ჰიჩკოკი
ალფრედ ჰიჩკოკმა თავისი ოვოფობიით (ოვალური ფორმის საგნების შიში) გაითქვა სახელი. ყველაზე მეტად მას კვერცხი აშინებდა. “დიახ, მე კვერცხის მეშინია. გინახავთ რაიმე უფრო ამაზრზენი, ვიდრე კვერცხის გულია? მე ის არასდროს გამისინჯავს”, – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ”სასპენსის” მამამ. ჰიჩკოკს გახედვაც კი არ შეეძლო ფეხმძიმე მეუღლისკენ, რადგან მისი მუცელიც კვერცხს აგონებდა. თუმცა, ეს ერთადერთი არაა, რისიც ”ჰიჩს” ეშინოდა – ბავშვები და პოლიციელები მისი კიდევ ერთი კოშმარი იყო. გარდა ამისა, რეჟისორს პანიკურად ეშინოდა, რომ მისი ყველა შემდეგი ფილმი წინაზე უარესი იქნებოდა.
ბარბარა სტრეიზანდს გლოსოფობია (საჯარო გამოსვლების შიში) ტანჯავდა, რომელიც პირველად 1976 წელს გამოვლინდა, როცა ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში გამოსვლისას მას სიმღერის სიტყვები დაავიწყდა. სტრეიზანტმა გამოსვლები შეწყვიტა და მხოლოდ 27 წლის შემდეგ, ფსიქოლოგთან თერაპიის გავლის შემდეგ შეძლო საკუთარი ფობიის დამარცხება და საკონცერტო მოღვაწეობის განახლება.
რობი უილიამსს ბავშვობაში მულტფილმების ეშინოდა, თუმცა ასაკთან ერთად მუსიკოსმა ავადმყოფობა დაამარცხა და დღეს მულტფილმების გახმოვანებაზეც მუშაობს. აღსანიშნავია, რომ პირველად მან ზუსტად ის პროგრამა – “ჯადოსნური კარუსელი” გაახმოვანა, რომლისაც ერთ დროს ყველაზე მეტად ეშინოდა.
ჯენიფერ ენისტონს აეროფობია (თვითმფრინავებით ფრენის შიში) აქვს. პირველად მსახიობს მაშინ შეეშინდა, როცა მისი თვითმფრინავი ჭექა-ქუხილში მოხვდა. აეროფობია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, თუმცა ვარსკვლავს, რომელსაც ხშირი ფრენები უწევს, განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნის. ფობიის დასამარცხებლად ენისტონმა ჰიპნოზის სეანსებიც სცადა, თუმცა უშედეგოდ.
რობერტ დე ნირო დენტოფობიით (სტომატოლოგების შიში) იტანჯება და დანტისტთან ყოველ მიღებაზე ეშინია, რომ ექიმი მას რაიმე ინფექციით დააავადებს.
შერონ სტოუნი თავისი ელექტროფობიითა (ელექტრომოწყობილობების შიში) ცნობილი. მსახიობს ეშინია, რომ ნებისმიერი ელექტრომოწყობილობა მოკლე ჩართვას და ხანძარს გამოიწვევს, ამიტომ მისი სახლი თანამედროვე დამცველებით და სხვა მოწყობილობებითაა აღჭურვილი, რადგან მხოლოდ ასე გრძნობს სტოუნი თავს უსაფრთხოდ.
ნიკოლ კიდმანი ბავშვობიდან ლეპიდოპტეროფობიას (პეპლების შიში) ებრძვის. ამერიკის ბუნებათმცოდნეობის მუზეუმში ის სპეციალურად მოწყობილ პეპლების დარბაზშიც კი შევიდა, თუმცა ვერც ამან უშველა. კიდმანი იხსენებდა, რომ როცა ბავშვობაში სახლის ჭიშკარზე პეპელას ხედავდა, ის ან ჭიშკრის ქვეშ ძვრებოდა ან ღობეზე გადადიოდა სახლის მეორე მხარეს, ოღონდ პირისპირ არ შეხდედროდა “ვერაგ მტერს”.
ტომ კრუზს გამელოტების ეშინია და უზარმაზარ ფულს ხარჯავს საკუთარი თმის შესანარჩუნებლად.
ბრიტნის სპირსს კანცეროფობია (სიმსივნით დაავადების შიში) აწუხებს. სწორედ ამ შიშმა გადააწყვეტინა ვარსკვლავს დაენებებინა თავი ალკოჰოლისა და თამბაქოსთვის და დაეწყო ჯანსაღი ცხოვრება.
კიანუ რივზიც საკმაოდ გავრცელებული ფობიით – ნიქტოფობიით (სიბნელის შიში) იტანჯება და ყოველთვის ანთებულს ტოვებს სინათლეს. თუმცა, ეს სულაც არ უშლის მსახიობს ხელს უყვარდეს საშინელებათა ფილმები. რივზს ტელეფონის ზარისაც ეშინია, რადგან თვლის, რომ ტელეფონით აუცილებლად ცუდ ამბავს შეატყობინებენ.
კარმენ ელექტრას ჰიდროფობია (წყლის შიში) ტანჯავს. სერიალის “მალიბუს მაშველები” ვარსკვლავს იმდენად ეშინია დახრჩობის, რომ მხოლოდ იქ ცურავს, სადაც ფსკერამდე ფეხის მიწვდენა შეუძლია. პანიკა კი, მაშინ ეწყება, როცა წყალი ყელამდე წვდება. ასე რომ, მაშველი ხშირად თვითონაა საშველი.
ოპრა უინფრის ორიგინალური ჩიკლეფობია (საღეჭი რეზინის შიში) აქვს. ყველაფერი ბავშვობაში დაიწყო, როცა მას ბებიას კარადიდან საღეჭი რეზინის აღებას უკრძალავდნენ, ახლა კი, თავად უკრძალავს ღეჭვას ყველას, ვინც მის სტუდიას სტუმრობს. პოპულარულმა ტელეწამყვანმა პირდაპირ ეთერშიც კი მოისროლა თეფში, სადაც მისმა ერთ-ერთმა სტუმარმა საღეჭი რეზინი დადო.
სარა მიშელ გალარი კოიმეტროფობიით (სასაფლაოების შიში) იტანჯება. მსახიობს საიქიო ცხოვრების სჯერა და ცდილობს არ შეაწუხოს მისი მობინადრეები. ასე რომ, ვამპირების ცნობილ დამამარცხებელს, სინამდვილეში პანიკურად ეშინია მათი.
რთული დასაჯერებელია, რომ ცნობილ რემბოს შეიძლება რაიმესი ეშინოდეს, თუმცა სილვესტერ სტალონეს ამეტოფობია (უცხო ადამიანების და თვალებში ყურების შიში) აღმოაჩნდა. მსახიობი დარწმუნებულია, რომ ყველა, ვინც მას თვალებში უყურებს, ენერგიას ართმევს. სწორედ ამიტომ ატარებს სტალონე მუქ სათვალეს და მხოლოდ ყველაზე ახლობლებს აძლევს თვალებში შეხედვის უფლებას.
ჯულია რობერტსი თავისი მიზოფობიითაა (ბაქტერიების და ობის შიში) ცნობილი და უცნობი ადამიანების ცემინებაც კი გულს უხეთქავს. მისი შიში იმდენად მანიაკალურია, რომ ნებისმიერ შენობაში შესვლამდე, ის ჰაერის სპეციალური ხსნარით დეზინფექციას მოითხოვს.
ტაირა ბენქსს დელფინების ეშინია. ფობიის დასამარცხებლად ყოფილმა მოდელმა დელფინოთერაპიის კურსი გაიარა და ამბობს, რომ სრულად დაძლია საკუთარი შიში.
ბილი ბობ ტორტონს, რომელსაც ჯერ კოლბა ეკეთა ყელზე მეუღლის – ანჯელინა ჯოლის სისხლით, მერე კი, იმავე ჯოლის მიწის ნაკვეთი აჩუქა სასაფლაოზე, საკმაოდ უცნაური ფობია – ანტიკვარული ავეჯის შიში აქვს. მსახიობის განცხადებით, მას ნაკლებად აშინებს ამერიკული ნაწარმი და საშინელ პანიკას იწვევს ლუი XIV-ს ეპოქის ფრანგული ავეჯი.
პამელა ანდერსონი ეისოპტროფობიით (სარკის და საკუთარი ანარეკლის შიში) იტანჯება. მსახიობს ეშინია, რომ ერთხელ მისი ანარეკლი აღარ გაჰყვება მას და არა თუ ერთ ადგილზე გაჩერდება, არამედ საუბარსაც გააბამს მასთან!!!
ორლანდო ბლუმს ღორების ეშინია, რადგან დარწმუნებულია, რომ ღორს ადამიანის შეჭმა შეუძლია. მსახიობს გამუდმებით ეჩვენება გიგანტური ღორი, რომელიც ჯერ მისდევს, მერე თავისი სადგომისკენ მიათრევს და თავსაც აჭამს. თუმცა, დაუძლეველი შიშის მიუხედავად, ბლუმი არასდროს ამბობს უარს “საშიში” ცხოველისგან მომზადებულ კერძებზე.
ჯონი დეპს კლოუნოფობია (მასხარების შისი) აქვს და საშინლად ეშინია მათი, ვინც სხვას მხოლოდ ამხიარულებს. დეპი თავისებურად ცდილობს პრობლემის მოგვარებას – ყველგან მასხარების ფოტოებსა და პოსტერებს აკრავს და თვლის, რომ რაც უფრო ხშირად შეხედავს საკუთარ შიშს, მით უფრო მარტივად შეძლებს მის დამარცხებას.