LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისი მიღწევა შეიძლება უკრაინული სკოლების განადგურებით? ყველა რუსი მეთაური, ვინც ასეთ ბრძანებებს გასცემს, უბრალოდ ავად არის – ზელენსკი

67
ZelenskyApril2022-1-768x488

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 570 სამედიცინო დაწესებულება გაანადგურეს, აქედან 101 საავადმყოფო სრულად.

,,24 თებერვლიდან დაწყებული, ბრძოლების დროს რუსმა ჯარებმა 570 სამედიცინო დაწესებულება გაანადგურეს. 101 საავადმყოფო სრულად განადგურდა. რა არის ეს? ეს სისულელეა, ეს არის ბარბაროსობა. ამაღამ მათ დარტყმა მიაყენეს ჩერნიგოვის რეგიონს, სკოლებს. რა თქმა უნდა რუსეთის სახელმწიფო ისეთ პირობებშია, რომ ნებისმიერი განათლება მხოლოდ ხელს უშლის, მაგრამ რისი მიღწევა შეიძლება უკრაინული სკოლების განადგურებით? ყველა რუსი მეთაური, ვინც ასეთ ბრძანებებს გასცემს, უბრალოდ ავად არის. ყველა საავადმყოფო, რომელიც ოკუპანტებმა გაანადგურეს, ყველა სკოლა, ყველა უნივერსიტეტი, რომელიც დაბომბეს, ყველა სახლი, ყველა ხიდი, ბიზნესი – ჩვენ ყველაფერს ხელახლა ავაშენებთ”, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები