LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისი ოპერაცია გაიკეთა თინა ხიდაშელმა – „დაგიბრუნდებით მარია კალასის ხმით…“

91

თინა ხიდაშელმა სოციალურ ქსელში საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა, მისი თქმით, ხმები მისი ბრძოლის ველზე დაცემის შესახებ გადამეტებულია. მინისტრი არ წერს, კონკრეტულად რისი ოპერაცია გაიკეთა, თუმცა სტატუსიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ეს გლანდების ოპერაციაა.

„ვიფიქრე, დამეწერა თუ არა, მაგრამ ისეთი წერილები მომდის inbox-ში, თან, ძირითადად, უცნობი ადამიანებისგან თავი ცოცხალი აღარ მგონია.

ამიტომ ალბათ მაინც ჯობს დავწერო, სანამ მოყვარეს მოუწყენია და მტერს უსაგნო ლხინი გაუმართავს.  ეს ჩლუნგი ჩიტი კიდევ ზოგიერთებს რომ ჰყავთ, ათას სისულელეს წერს უკვე საჯაროდ.

ყველას დიდი მადლობა.

კარგად ვარ, სახლში ვარ უკვე, დღეს სამინისტროშიც კი ვიყავი რამდენიმე საათი.

მართალია, ვერ ვლაპარაკობ ჯერ სათანადოდ, ძალიან ცოტას ვახერხებ და დაბალ ხმაზე, მაგრამ წესით, მომავალ კვირას უკვე ავმეტყველდები კიდეც.

ჭორები ჩემი გზიდან ჩამოცილების, ბრძოლის ველზე დაცემის, ავად გახდა და თავს დაგვანებებს და მსგავსი ამბების შესახებ გადამეტებულია. როგორც წესი, ავს და აუგს ვამარცხებ, ესეც დავამარცხე.  ვიცი, გაგიხარდებათ, უმრავლესობას ნამდვილად.

ყველანი მიყვარხართ და დიდი მადლობა წერილებისთვის, ფეისბუქური გულების, ყვავილების და კოცნებისათვის.
როგორც ჩემი ექიმი ხუმრობს, დაგიბრუნდებით მომავალ კვირას – მარია კალასის ხმით…“ – წერს მინისტრი საკუთარ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g