გადაცემას ”ავტოსერვისი” ავტოექსპერტი ზაზა მჭედლიშვილი ესტუმრა.
– დავიწყოთ საუბარი კატალიზატორით, რომელიც მავნეს გარდაქმნის ნაკლებად მავნედ?
– ის საჭიროა იმისათვის, რომ ავტომობილმა ნაკლებად დააზიანოს გარემო. მსგავსი მოწყობილობით ავტომობილები უკვე დიდი ხანია აღჭურვილია, მას აქვს გადამწოდები, ე.წ. ”დაჩიკები” და თუ ერთ-ერთი გამოვიდა მწყობრიდან, ავტომობილს სხვადასხვა ტიპის პრობლემები ექმნება. ამ დროს დიაგნოზის დასმა ძალიან რთულია. პირველ რიგში, ნეიტრალიზატორს აქვს ვადა, რაც არ უნდა კარგად მოიხმარო ავტომობილი მძღოლმა, რაც არ უნდა შესაბამისი და კარგი საწვავი გამოიყენო, ვადის გასვლის შემდეგ, ნეიტრალიზატორი მწყობრიდან გამოდის. ვადა კი გასდის 150 000 კილომეტრ გარბენზე. როდესაც ავტომობილზე ბუნებრივი გაზის აპარატურაა დამონტაჟებული, რაც არ უნდა სწორად იყოს ის გაკეთებული, წვის ტემპერატურა გაცილებით უფრო მაღალია, ეს კატალიზატორის რესურსზე პირდაპირ მოქმედებს. ჟანგბადის სენსორი ითვლის გამონაბოლქვში ნარჩენ ჟანგბადს, თუ აღმოაჩინა, რომ იქ ჟანგბადი მეტია, ეს ნიშნავს რომ ღარიბი ნარევია და ბენზინს დაუმატებს და პირიქით. კატალიზატორის შემდეგ არის მარეგულირებელი სენსორი. როდესაც ირღვევა ბალანსი, ხდება არსწორი მიწოდება ჰაერისა და საწვავის. ”მერსედესმა” ე.წ. ”პერებოი” იცის. ძალიან ცუდად მოქმდებს BMW-ზე. კატალიზატორი ძრავს სიმძლავრეს 3-7%-მდე აკლებს. კატალიზატორის ამოღება არ ნიშნავს, რომ ჟანგბადის სენსორი აღარ არის საჭირო, ჟანგბადის სენსორმა ჟანგბადის რაოდენობა უნდა თვალოს. კატალიზატორის ამოღება საწვავის ხარჯს არ ზრდის. არც ჩეკი უნდა ინთებოდეს ამ დროს. არის ავტომობილები, სადაც არა ერთი, არამედ რამდენიმე კატალიზატორია. გაფუჭებული ნეიტრალიზატორით სიარულს, სჯობს საერთოდ არ ჰქონდეს. ძალიან მავნეა, როდესაც იწყება უკურეაქცია. შესაძლოა ავტომობილს ხანძარიც კი გაუჩნდეს. ახალ ავტომობილებს ჭვარტლის ფილტრებიც აქვს დამატებული, რომელსაც ასევე ვადა აქვს და საწვავის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. როდესაც ვინმე გამონაბოლქვზე მოითხოვს სტანდარტს, მე იქ მოვითხოვ საწვავზე სტანდარტს. სამწუხაროდ მე და შენ ვერაფერს შევცლით.
– რა ელექტრონული პრობლემები შეიძლება მოყვეს ამ პრობლემას?
– ხდება არასწორი კორექცია საწავისა და ჰაერის შეთავსების. ერთ ერთეულ საწვავზე/ ბენზინზე 15 ერთეული ჰაერში შემცველი ჟანგბადი იწვის, ეს ნორმალურია. ეს იზომება სპეციალური მოწყობილობით, აყენია სპეციალური ლამბდა ზონდი და მიჩვენებს როგორი შეთავსება აქვს ჰაერ-ბენზინს. თუ ეს დარღვეულია, სანთლებზე ჩნდება ნადები, იმატებს წვა, ირევა ჰაერის მიწოდება, ჩნდება დეტონაცია, შეიძლება ძრავი შუაზე გასკდეს… ზაფხულში, როდესაც ცხელა, ყოველთვის რთულდება ეს პრობლემა.
– ყველაზე რთულია დიაგნოზის დასმა…
– ხშირ შემთხვევაში, 80%-ის შემთხვევაში კომპიუტერული დიაგნოსტიკისას ჩანს დაზიანება. უნდა გაიზომოს ჟანგბადის სენსორებზე ძაბვა. ჟანგბადის სენსორი სხვა ხელსაწყოთი იზომება. ხშირად დიაგნოსტიკაც არ სჭირდება, ავტომობილი შემოდის და ხმაურობს, ჩაშლილია მთლიანად.
მსმენელი: – ზეთებს შორის სხვაობა მაინტერესებს?
– ევროპული, ამერიკული და იაპონური კლასიფიკაცია ინდექსებით განსხვავდება, ეს არ ნიშნავს ხარისხს. სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა ასოებით აღნიშნავს. მთავარია ზეთი შეესაბამებოდეს ძრავს, რაც არ უნდა მაღალი ხარისხის იყოს, შესაძლოა არასწორად შერჩეულმა ზეთმა ძრავი დააზიანოს. რაც შეეხება ზეთის ჭამას, ამაზე ასე მოკლედ ვერ ვისაუბრებთ.
გადაცემის ჩანაწერი