LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისთვის უხდის ნიკუშა კანდელაკი მადლობას თემურ ჭყონიასა და “კოკა კოლას”

425

6 სექტემბერს ნიკუშა კანდელაკმა, რომელიც “ისთერნ პრომოუშენისა” და ცნობილი მუსიკოსის, პროდიუსერის და კომპოზიტორის ქუინსი ჯონსის გუნდის წევრია, რადიო “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში სიახლეებისა და იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ მიაღწია მან წარმატებას აშშ-ში, სადაც იგი უკვე ერთი წელია სწავლობს.

ქუინსი ჯონსს უამრავი სიახლე აქვს თაყვანისმცემლებისთვის. იგი მალე პირველად გამოუშვებს ალბომს და ოპერის მოყვარულებს გაახარებს. გარდა ამისა, “სონისთან” ერთად დარბაზს გახსნის.

“ისთერნ პრომოუშენის” ქართველ წევრს კი მუშაობა ისეთ ცნობილ ადამიანებთან მოუწევს, როგორებიც არიან: რიჩარდ ბონა, ალფრედო როდრიგესი და ჯეიკობ კოლიერი.

ნიკუშას თქმით, მას ძალიან ბევრი ლექცია ჰქონდა, როდესაც ქუინსი ჯონსის ფესტივალზე სტუმრობის შესახებ შეიტყო. ის იხსენებს, რომ ლექტორი არ უშვებდა, თუმცა ბოლოს მაინც წავიდა და ჯონსის მენეჯერთან შეხვედრაც მოახერხა. ნიკუშას სივისა და უამრავი დოკუმენტის გაგზავნა მოსთხოვეს და ინტერვიუზეც სამჯერ დაიბარეს, ვიდრე საბოლოოდ აიყვანდნენ.
“წერილი დამაწერინეს ვითომ ქუინსი ვიყავი და მის მეგობარს დაბადების დღეს ვულოცავდი”, – გაიხსენა კანდელაკმა.

”ფორტუნასთან” დამშვიდობებამდე ნიკუშამ აუცილებლად ჩათვალა მადლიერება გამოეხატა თემურ ჭყონიასადმი – “ამერიკაში ჩემი მოხვედრისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თემურ ჭყონიას და “კოკა კოლას”. მე ისინი ძალიან დამეხმარნენ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g