საქართველოს მესამე პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრის განცხადებამ, სადაც ის ამბობდა, რომ სააკაშვილს აქვს შიში, რომ ჰააგაში დავას წააგებს, წყობიდან გამოიყვანა და წულუკიანი მახინჯად მოიხსენია.
სააკაშვილის პოსტს ჟურნალისტი ჯერ შალვა რამიშვილი გამოეხმაურა და ყოფილ პრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მიმართა:
„შე ყ…!!! ახლა ის ქალთა უფლებების და ვაბშე უფლებების დამცველები სად არიან, რომ ამ ყ…ს მიაჯვან“, – დაწერა რამიშვილმა ფეისბუქზე.
უფლებადაცმველი, ბაია პატარაია მომხდარს მალევე გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში სააკაშვილის პოსტის სქრინი გამოაქვეყნა და დაწერა:
“ჩვეულებრივი სექსიზიმი!
სამარცხვინო დაბულინგება პოლიტიკოსი ქალისა გარეგნობაზე. რით ვერ გაგზარდეთ პოლიტიკოსი კაცები ამ ქვეყანაში?!
პოლიტიკოსს თუ ლანძღავთ, პოლიტიკოსი გალანძღეთ და ქალის სილამაზის სტანდარტებს პოლიტიკაში მაინც ნუ შემოგვაჩეჩებთ. 2020 წელს უკულტურობა და პოლიტიკური გოიმობაა უკვე ეს”, – წერს ბაია პატარაია.